ბოლო ამბები
12/10/2024

გამჭვირვალობის კანონის მიღება უკან გადადგმული ნაბიჯია და საქართველოს კიდევ უფრო აშორებს ევროკავშირის გზას – შარლ მიშელი

გაზიარება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის მიერ, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის მიღებას.

“ევროპულმა საბჭომ დეკემბერში მიიღო გადაწყვეტილება, მიეღო საქართველოს კანდიდატის სტატუსი იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო დგამს შესაბამის ნაბიჯებს და აუცილებელ დემოკრატიულ რეფორმებს.

პარლამენტში გამჭვირვალობის კანონის მიღება უკან გადადგმული ნაბიჯია და საქართველოს კიდევ უფრო აშორებს ევროკავშირის გზას.

ქართველმა ხალხმა აშკარად აირჩია მომავალი ევროკავშირში და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მხარი დავუჭიროთ მათ ამბიციებს.

ამიტომ, მომდევნო დღის დღის წესრიგში საქართველოსაც დავამატებ”- წერს შარლ მიშელი სოციალურ ქსელ “X-ზე.

სხვა ამბების წაკითხვა