ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის მიერ, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის მიღებას.
“ქართველ ხალხს უმრავლესობით სურს ევროკავშირში გაწევრიანება.
მაგრამ კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ ეწინააღმდეგება ევროკავშირის ძირითად პრინციპებსა და ღირებულებებს, რაც უარყოფითად აისახება საქართველოს ევროკავშირის გზაზე.
ჩვენ განვიხილავთ ყველა ვარიანტს და მოვუწოდებთ მთავრობას ხელახლა აღასრულოს ევროკავშირის მისწრაფებები”– წერს ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელ ‘X-ზე.
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს