უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის მიღების შემდეგ, ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და იმ დეპუტატებს მიმართავს, ვინც ვეტოს დაძლევას და კანონის საბოლოოდ მირებას მისცა ხმა.
“ცუდი ამბავი მაქვს ღორ/ქოცებისთვის:
1. მოგატყუათ ბიძინათქვენმა, ვერ მოგიხსნით სანქციებს, ვერც იანვარში და ვერც ვერასდროს, იმიტომ რომ სანქციებს ორპარტიული მხარდაჭერა ექნება და მართლა დედამიწა რომ ამოყირავდეს და ტრამპმა გაიმარჯვოს, მაინც დარჩებით დასანქცირებულები და დედამო@@ნულები. პარალელურად დაგასანქცირებთ მთელ მსოფლიოში ყველა ქვეყანა, ვისაც არ დაეზარება. თქვენს ფეხქვეშ მიწა დაიწვება. რუბლის გარდა სხვა ვალუტა არ გეღირსებათ ცხოვრებაში.
2. არც სიაში არ შეგიყვანთ ბიძინათქვენი, გეტყვით, დასანქცირებულები დელეგაციებში ვერ ჩაჯდებით, ვერაფერს ვერ გააკეთებთ. თან უკვე რეპუტაცია გაქვთ შელახული, არჩევნებზე არ მაწყობს თქვენი სიფათები და კარგად იყავით, სადმე აიპებში და სიპებში დაგასაქმებთო.
3. არც იქ დაგასაქმებთ, გადაგაგდებთ.
4. სპეცრაზმითაც აღარ დაგიცავთ, იმიტომ რომ რაც უფრო დაბეჩავდებით და დაჩმორდებით უფრო ნაკლებად მოუტ@ნავთ ტვინს, უბრალოდ ვეღარ მიწვდებით და ვეღარ გაუბედავთ, თვალითაც არ დაგენახვებათ და ტელეფონზეც არ გიპასუხებთ.
5. თქვენი შვილები სიკვდილამდე გაგინებენ, შვილთაშვილები კი ისტორიის წიგნებში წაიკითხავენ თქვენს გვარებს, როგორც საქართველოს მოღალატეებისას.
6. ვეღარ ეღირსებით ვერასოდეს გამარჯობას ნორმალური ადამიანებისგან.
7. იმაშიც მოგატყუათ ივანიშვილმა, რამდენიმე თვე გაძელით და მერე ყველას დავიჭერ და ყველაფერი კარგად იქნებაო, რამეს გამოვივაჭრებო. რომ დაიჭიროს ნახევარი საქართველო მაინც დაემხობა და თქვენთვის არ ეცლება. ივანიშვილს არავინ არაფერზე არ შეევაჭრება, და რომც შეევაჭრონ, თქვენ ხურდაშიც კი არ მიგაყოლებთ არსად.
8. შეჯამება: გიხმარათ ბიძინათქვენმა და გადაგაგდოთ. ალალი და უყვედრებელი იყოს თქვენთვის რაც გიქნათ.”- წერს ჯანგირაშვილი.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს