ბოლო ამბები
15/10/2024

“ქართული ოცნების” მიერ, პრეზიდენტოს ვეტოს დაძლევის გამო, თეთრი სახლი იმედგაცრუებულია

გაზიარება

თეთრი სახლის პრეს-სპიკერ კარინ ჟან პიერის განცხადებით, ისინი იმედგაცურებულები არიან მმართველი პარტიის გადაწყვეტილებით პრეზიდენტის ვეტოს დაძლევასთან დაკავშირებით, რომელიც უცხოური გავლენის გამჭვირვალობას ეხება.

„იმედგაცრუებული ვართ იმის გამო, რომ საქართველოს პარლამენტმა დაძლია საქართველოს პრეზიდენტის ვეტო ანტიდემოკრატიულ „უცხო აგენტის“ კანონზე, თუმცა კენჭისყრა არ იყო მოულოდნელი. როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენ ყველამ ვნახეთ ათიათასობით ქართველი, რომლებიც ამ კანონპროექტს გასულ კვირას აპროტესტებდნენ, რაც საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საპროტესტო აქციაა.

ჩვენ ვიცით, რომ ბევრმა ქართველმა ნათლად გამოხატა თავისი წინააღმდეგობა. ეს კანონმდებლობა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს მოსთხოვს, დარეგისტრირდნენ უცხოური ხელისუფლების აგენტებად უბრალოდ, მათი დაფინანსების 20 პროცენტის მიღების გამო. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ დემოკრატიების შენარჩუნებაში და ამ ტვირთის შექმნა ძირს უთხრის მათთვის ამის შესაძლებლობას. სამოქალაქო საზოგადოების ჩახშობა არის ის, რასაც ავტორიტარული მთავრობები აკეთებენ. ეს არის განსხვავებული აზრისა ჩახშობის ინსტრუმენტი. ეს არ არის ის, რასაც დემოკრატიები აკეთებენ. ასე რომ, ჩვენ იმედგაცრუებული ვართ იმის ხილვით, რაც მოხდა“, –  განაცხადა კარინ ჟან პიერმა 28 მაისს გამართულ პრეს-კონფერენციაზე.

რაც ეხება დაანონსებულ სანქციებს, თეთრი სახლის პრეს-სპიკერს ამ საკითხზე პასუხი არ აქვს და ამბობს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტს უნდა მიმართონ.

სხვა ამბების წაკითხვა