ჩვენ განვაცხადეთ, რომ საქართველოში მიღებული კანონის გათვალისწინებით, გადავხედავთ საქართველოსთან ურთიერთობას. არსებობს სერიოზული პოლიტიკური შედეგები და არა მხოლოდ რიტორიკა, – ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„საუბარია 390 მილიონ დოლარზე, რომელიც საქართველოს გასულ წლებში გადავეცით დახმარების სახით და ამის გადახედვა მიდის. საუბარია პოტენციურ სანქციებზე, სავიზო შეზღუდვების პოლიტიკაზე, რომელიც ჩვენ გამოვაცხადეთ. აღნიშნულს ვსწავლობთ, როგორ და როდის უნდა განვახორციელოთ. ასე რომ, თქვენ ჩვენგან უფრო მეტს გაიგებთ, მაგრამ დღეს არა“, – განაცხადა მილერმა.
მეთიუ მილერს ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა, თუ რა დონეზე მოხდა ურთიერთობების გადახდედვა, რაზეც მილერმა უპასუხა, რომ საბოლოო ჯამში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი აანალიზებს სხვების მიერ მომზადებულ ანგარიშს, რომელსაც სახელმწიფო დეპარტამენტში ამზადებენ და ეს ხდება სააგენტოების წარმომადგენელ კოლეგებთან კონსულტაციის საფუძველზე, სახელმწიფო მდივანი ამ კოლეგებთან კონსულტაციების შედეგად მიიღებს გადაწყვეტილებას.
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს