ეს არის მორიგი შეცდომა, რომელსაც სამწუხაროდ ამერიკის შეერთებული შტატები უშვებს თავის სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობაში, უნდა ვივარაუდოთ, რომ სხვა შეცდომებიც იქნება დაშვებული ალბათ.
“ჩვენ არასდროს გვითქვამს უარი ამერიკასთან მეგობრობაზე”– განაცხადა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა 6 ივნისს, გადაცემა “იმედი LIVE”-ში სტუმრობისას, როდესაც გამოეხმაურა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ, “ქართული ოცნების” წევრებისთვის სავიზო სანქციების დაწესებას.
მინისტრის თქმით, “ქართულ ოცნებას” მისი 12 წლიანი მმართველობის პერიოდში არასდროს გადაუდგამს სტრატეგიული პარტნიორის საწინააღმდეგო ნაბიჯები, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, სწორედ დღევანდელი მთავრობაა მათთვის მიუღებელი.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს