“მსოფლიოს პოლიტიკური ცენტრი, შეიძლება ითქვას აქედან იმართება პოლიტიკური სამყარო”– განაცხადა შალვა ნათელაშვილმა 6 ივნისს, ტვ პირველის ეთერში, ამერიკიდან ჩართვისას.
“აი, ქოცებო, ბიძინა, ამას ნიშნავს “დაუნ ვი დიქტეიტე, აი, ეს მოგიმზადეთ, რასაც შეგპირდით, ის შეგისრულეთ”– განაცხადა შალვა ნათელაშვილმა, რომელიც ამბობს, რომ მას წვლილი მიუძღვის იმ სანქციებში, რაც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაუწესა “ქართული ოცნების” და ზოგადად, ხელისუფლების ცალკეულ წარმომადგენლებს.
“შეგისრულეთ ქართველი ხალხის სახელით”- განაცხადა ნათელაშვილმა.
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს