ბოლო ამბები
13/09/2024

10 ივნისიდან მაუწყებლობას იწყებს ტელეკომპანია “TV 24” (ვიდეო)

გაზიარება

10 ივნისის 20:00 საათიდან, მაუწყებლობას იწყებს  ტელეკომპანია  TV 24.  არხის ძირითადი მიმართულება ახალი ამბების ფორმატი იქნება, რომელსაც მაყურებლისთვის  ნაცნობი სახეები გაუძღვებიან.

მთავარ საინფორმაციო გამოშვებას ნანა ლეჟავა და იმედა დარსალია გაუძღვებიან. დღის სხვა მონაკვეთში კი ახალი ამბების წამყვანები იქნებიან დავით დვალიშვილი და გიორგი ცხვიტავა.

დავით დვალიშვილი 2019-2020 წლებში კურიერის წამყვანი იყო, გიორგი ცხვიტავა კი ტელეკომპანია მე-9 არხის.

TV 24 პირველად 2016 წელს შეიქმნა, თუმცა სხვა მიმართულების და ფორმატის მაუწყებლობა ჰქონდა. რეორგანიზაციის შემდეგ კი არხი უკვე საერთო მაუწყებლის ლიცენზიით გადის ეთერში.

სხვა ამბების წაკითხვა