“ჩვენ არ ვიცხოვრებთ რუსული წესებით, არ დავემორჩილებით რუსულ კანონებს და არ დავრეგისტრირდებით როგორც უცხო ქვეყნის გავლენის აგენტები“- განაცხადა ნინო ლომჯარიამ 8 ივნისს, ტელეკომპანია “ფორმულის” ეთერში.
“ხელისუფლებას შეუძლია დაიწყოს რეპრესიები, ყადაღები, შემოვარდნები ოფისებში და ადამიანების დაჯარიმება. კი ბატონო, იყოს ეს ხელისუფლების წინასაარჩევნო კამპანია და დაკავდნენ ამით.
ვფიქრობ, შეგვწევს ძალა, რომ არჩევნებამდე პერიოდში, ჩვენ სათქმელს ვიტყვით და გასაკეთებელს გავაკეთებთ”– განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს