ბოლო ამბები
19/09/2024

ანა ფოტიგა ევროპარლამენტს მიღმა დარჩა

გაზიარება

მიუხედავად იმისა, რომ ხელახლა არ ამირჩიეს, ვრჩები საერთო მიზნების ერთგული, – ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრი ანა ფოტიგა „ტვიტერის“ გვერდზე წერს.

„ძვირფასო მეგობრებო, გმადლობთ წლების განმავლობაში თქვენი ურყევი მხარდაჭერისთვის, კეთილი სიტყვებისთვის და თანამშრომლობისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ ხელახლა არ ამირჩიეს, ვრჩები ჩვენი საერთო მიზნების ერთგული და გავაგრძელებ აქტიურ მონაწილეობას ამ პროცესში. მოუთმენლად ველოდები თქვენთან შეხვედრას ამ პარასკევს ვილნიუსში!“, – წერს ანა ფოტიგა.

ევროპარლამენტის არჩევნები 9 ივნისს დასრულდა. ევროკავშირის მოქალაქეებმა 720 პარლამენტარი აირჩიეს, რომლებიც წევრ სახელმწიფოს წარმოადგენენ ქვეყნის მოსახლეობის პროპორციულად.

სხვა ამბების წაკითხვა