ბოლო ამბები
16/09/2024

ოპოზიციონერი აქტივისტის, ნიკო მაგანაძის მშობლები “ქართული ოცნების” მხარდამჭერები არიან

გაზიარება

ოპოზიციონერი აქტივისტის, ნიკო მანაგაძის დედა “ქართული ოცნების” მხარდამჭერია და წევრია მისი თქმით, აქვს მოლოდინი, რომ შვილის ცემის საქმეში მონაწილე პირები დაისჯებიან.

ამის შესახებ ვიკა კვიტაშვილმა გაზეთ “ასავალ-დასავალისთვის” მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

“როგორც ამ ხელისუფლების მხარდამჭერი, სამართალდამცველების რეაგირებას უმოკლეს დროში ველი. გახსენით ეს დანაშაული და გაგვარკვიეთ ვინ დაესხა ჩემ შვილს – პოლიტიკური მოწინააღმდეგეები, თუ ე.წ თანაგუნდელები.”- ამბობს ვიკა კვიტაშვილი.

კომენტარს აკეთებს ნიკო მანაგაძის მამაც:

“ამ ხელისუფლების იმდენად არ მეშინია, რამდენადაც იმ ბანდის, რომელიც ნიკოსა და მის თანატოლებს არის ამოფარებული”- ამბობს იმედა მანაგაძე.

 

სხვა ამბების წაკითხვა