ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ეხმიანება ბიძინა ივანიშვილის მიერ, “კრისტის” აუქციონზე იოანე ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერის შეძენას.
“როცა ფაქტობრივად ხელისუფლებას მართავ და მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე ხარ, მე არ გთხოვ იმას, რისი ვალდებულებაც არ გაქვს ანუ არ გთხოვ ქველმოქმედებას, მე გთხოვ იმას, რისი ვალდებულებაც გაქვს ანუ იმას, რომ ქვეყანა არ გახადო საბჭოურ-ირანული უცნაური ჰიბრიდი, იმას რომ არ დევნო კრიტიკოსები და ისინი ვინც არ გეთანხმებიან და ა.შ.
ქველმოქმედება დიდი სიკეთე შეიძლება იყოს მხოლოდ მაშინ თუ ჯერ ვალდებულებას ასრულებ და მხოლოდ მას შემდეგ ნებას.
თუ დაიცავ დემოკრატიის ელემენტარულ წესს, დაიცვა ადამიანი, მათ შორის ისინიც, ვინც არ მოგწონს, მაშინ შენი ქველმოქმედება კიდეც გამახარებს, კიდეც მადლიერი დავრჩები და კიდეც პირველი დავიძახებ ამას, მაგრამ სანამ მდევნი და მაშორებ ჩემს საუკუნოვან ოცნებას – ევროპას, მაშინ სიკეთის აქტიც კი შეიძლება პოპ მარკეტინგში ჩაგითვალო და არა სათნოებაში, რისთვისაც ქველმოქმედება უნდა ხდებოდეს.”- წერს გამზარდია.
ცნობისთვის, ხელნაწერი საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადაეცემა. მისი ღირებულება კი 1 მილიონი ფუნტი იყო.
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს