დავით ზურაბიშვილი ეხმიანება ბიძინა ივანიშვილის მიერ, იოანე-ზოსიმეს ხელნაწერის შეძენას, რომელიც საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადაეცემა. ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ ეს ძალიან კარგი ფაქტია, თუმცა, ბიძინა ივანიშვილი მაინც იქნება ქვეყნის ინტერესების მოღალატე.
“ძალიან კარგია იოანე ზოსიმეს ხელნაწერი რომ იყიდა ბიძინა ივანიშვილმა და მუზეუმს გადასცემს. მხოლოდ დადებითად შეიძლება შეფასდეს ეს ამბავი, ყოველგვარი მაგრამების გარეშე.
ფაქტია ეს. კარგი ფაქტი.
თუმცა, იოანე-ზოსიმეს ხელნაწერი კი არა თვით იოანე ზოსიმე რომ აღადგინოს მკვდრეთით, ბიძინა ივანიშვილი მაინც იქნება ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების მოღალატე, უვარგისი და მოძალადე ხელისუფალი თავად მასზე უფრო უარესი და უღირსებო გუნდით. და ესეც ფაქტია. ოღონდ ცუდი.”– წერს დავით ზურაბიშვილი ფეისბუქზე.
იხილეთ დავით ზურაბიშვილის ინტერვიუს ფრაგმენტი, რომელშიც ის საუბრობს, თუ როგორ დაეხმარა მას ბიძინა ივანიშვილი ფინანსურად.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს