ბოლო ამბები
09/02/2025

“ალტ-ინფო” საპარლამენტო არჩევნებში “პატრიოტთა ალიანსი”-ს მეშვეობით მიიღებს მონაწილეობას

გაზიარება

“ალტ-ინფო” საპარლამენტო არჩევნებში “პატრიოტთა ალიანსი”-ს მეშვეობით მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ ინფორმაცია “ალტ-ინფო”-ს ფეისბუქ გვერდზე გავრცელდა.

“უპრეცედენტო მოვლენა – დიდი ეროვნული ერთობის ფარგლებში “კონსერვატიული მოძრაობა/ალტ ინფო” მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას “პატრიოტთა ალიანსის” პარტიის მეშვეობით.

“პატრიოტთა ალიანსი” არის ერთადერთი პარტია, რომლის დაბლოკვა შეუძლებელია და რომელთანაც არსებობს იდეოლოგოური თანხვედრა.”- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სხვა ამბების წაკითხვა