ბოლო ამბები
ივლისი 23, 2024

ახლახან შემთხვევით გავიგეთ, რომ „ევროპული საქართველოს“ მედია ინსტრუმენტი „ტაბულა“ ფინანსდება ფინეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან

ივნ13,2024
გაზიარება

„ევროპული საქართველოს“ მედია ინსტრუმენტი „ტაბულა“ ფინანსდება ფინეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან, შესაბამისად ამით ხდება პარტიის დაფინანსება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიასთან განაცხადა.

„სულ ახლახან შემთხვევით გავიგეთ, რომ „ევროპული საქართველოს“ მედია ინსტრუმენტი „ტაბულა“ ფინანსდება ფინეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ყველამ იცის, რომ „ტაბულა“არის „ევროპული საქართველოს“ ჩვეულებრივი პარტიული კედლის გაზეთი. როდესაც ის ფინანსდება უცხო ქვეყნიდან, შესაბამისად ამით ხდება პარტიის დაფინანსება. ასეთ შემთხვევებს რომ ვხედავთ, რა თქმა უნდა, ეს ჩვენს გაკვირვებას იწვევს, ერთის მხრივ საუბარი იყოს დეპოლარიზაციაზე, თანაბარ შესაძლებლობებზე და მეორეს მხრივ ხდებოდეს კანონისთვის გვერდის ავლით პოლიტიკური პარტიების დაფინანსება. ეს ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს. მათ შორის, როდესაც ხდება „ევროპული საქართველოს“ პროპაგანდისტული მედიის დაფინანსება უცხო ქვეყნიდან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სხვა ამბების წაკითხვა