“როგორც კი “ოცნება” დამარცხდება, საქართველოს მოქალაქეებთან ერთად დავაჩქარებთ ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს”– წერს სოციალურ ქსელში პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარე გიორგი გახარია, რომელიც მოლდოვასა და უკრაინას ულოცავს ევროკავშირში გასაწევრიანდებლად მოლაპარაკებების დაწყებას.
„ვულოცავ უკრაინას და მოლდოვას გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნას. ოქტომბრის არჩევნები გადამწყვეტია საქართველოს ევროპული მომავლისთვის. როგორც კი ოცნება დამარცხდება, საქართველოს მოქალაქეებთან ერთად დავაჩქარებთ ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს და უზრუნველვყოფთ საბოლოო წევრობას. საქართველოს უკუსვლა ევროინტეგრაციის გზაზე სრულად არის ანტი-დასავლური ხელისუფლების ბრალი, რომელმაც არ გაატარა დემოკრატიული რეფორმები და გააფორმა საგარეო კურსის ცვლილება ქვეყანაში.“- წერს გიორგი გახარია.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს