ბოლო ამბები
12/12/2024

აი, რა მაღელვებს! – რობერტ სტურუა

გაზიარება

რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, რობერტ სტურუას ფეისბუქ პოსტი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე.

“აი, რა  მაღელვებს!
მინდა შეგახსენოთ, რომ ქრთამი მხოლოდ აღმოსავლეთში არ მოუგონიათ – კორუფციის მექანიზმი და ფულის მოპოვების ყველა ხერხი ოსტატურად დაამუშავეს მოწინავე და განათლებულმა, ევროპის და ამერიკის ქვეყნებმა! ახლა კი უკანასკნელი სიტყვებით ლანძღავენ ჩემ პატარა სამშობლო საქართველოს, რადგანაც ჩვენ მივიღეთ სწორედ ის კანონი(სასაცილოა!) რომელიც თვითონვე შექმნეს და რომელიც წარმატებით მოქმედებს სწორედ თვით მოწინავე დემოკრატიულ ქვეყნებში!

განსაკუთრებით გვლანძღავენ ამ დაწყევლილი კანონის მთავარი მუხლის გამო (თანაც რუსულ კანონს უწოდებენ) – ეს მუხლი მოგვიწოდებს ვიცოდეთ იმ ადამიანების და საზოგადოების სახელები, რომლებიც გრანტების სახით, საკმაო მოზრდილ თანხებს უგზავნიან ადრესატებს! ეს მუხლი ცნობილია, როგორც “გამჭვირვალობის კანონი!” საოცრება – თუ საჩუქარია, სიკეთე რატომ გაშინებს, რად მალავ?! (ქართველები კი ვცდილობთ კეთილი საქმეები არ გავახმაუროთ, მაგრამ სხვები, მსოფლიო?)

და მეპარება ეჭვი, ამ არეულ სამყაროში იქნებ მავან და მავანს სურს გადააქციოს ჩემი სამშობლო, პრიმიტიულ სამრეცხაოდ, სადაც არც ისე პატიოსანი გზით ნაშოვნი საკმაოდ დიდი ფული რომ გაათეთროს და გარეცხოს! და სულ იოლად ჩემი სამშობლო სანატრელ ოფშორულ ზონად იქცევა, და, ვაი რომ, მხოლოდ უცნაურ და ფულის გიჟ-ადამიანები შეაფარებენ თავს მშვენიერ საქართველოს!

ხოლო ის პრეტენზიები, ლანძღვა და მუქარა იმ დიდი ქვეყნების დიდი ჩინოვნიკების მიერ შეთხზულია, ისინი კი, წესიერნი და ძალზე ნიჭიერნი, საკუთარი მოგების გარდა არაფერზე არ ფიქრობენ!
აი რა მაშინებს! თქვენ არა?”- წერს რობერტ სტურუა.

სხვა ამბების წაკითხვა