ბოლო ამბები
ივლისი 23, 2024

ბუკა პეტრიაშვილი ხოშტარია-ჯაფარიძის გუნდის წევრი გახდა (ვიდეო)

ივნ17,2024
გაზიარება

ბუკა პეტრიაშვილი ხოშტარია-ჯაფარიძის გუნდის წევრი გახდა. ამ საკითხზე დღეს ბრიფინგი გაიმართა, სადაც პეტრიაშვილმა ისაუბრა იმაზე, თუ რამ განაპირობა მისი ეს გადაწყვეტილება:

“დღეს არის გადამწყვეტი პოლიტიკური ბრძოლა და ამ ბრძოლაში უნდა ვიყოთ ყველა გაერთიანებული, რათა საქართველო დავაბრუნოთ ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსზე, საქართველოში შეიცვალოს ხელისუფლება 26 ოქტომბერს არჩევნების გზით და საქართველომ შეძლოს უსწრაფესად იმ რეფორმების გახორციელება, რომელიც მოამზადებს ჩვენს ვეყანას ვადამდელი არჩევნებისთვის და აუცილებლად დააყენებს უკან ევროპული ინტეგრაციის კურსზე.

მე ვთვლი, რომ დღეს გადამწყვეტი ბრძოლა არის სწორედ პოლიტიკურ სივრცეში, ყველა ერთად უნდა ვიდგეთ ამ ბრძოლაში და ჩემთვის პატივია ეს გადაწყვეტილება, რომ ვუერთდები პოლიტიკურ პარტია „დროას“ გუნდს, ჩემთვის ძალიან ძვირფას მეგობრებს და ადამიანებს და „დროასთან“ და „გირჩი – მეტი თავისუფლებასთან“ ერთად გავაგრძელებთ ამ ბრძოლას.

იმედი მაქვს, რომ ეს იქნება გზავნილი ყელა იმ ადამიანისთვის, რომელსაც აქვს საზოგადოებაში მაღალი ნდობა და მზად არის, რომ ამ ბრძოლაში ჩაერთოს, იმედი მაქვს, რომ ჩვენ კიდევ ბევრ ადამიანთან ერთად შევძლებთ ერთიანი, ძლიერი ცენტრის გაკეთებას, რომელიც მიიღებს გადამწყვეტ მონაწილეობას და ითამაშებს გადამწყვეტ როლს ამ დიდ გამარჯვებაში, – განაცხადა ბუკა პეტრიაშვილმა.

სხვა ამბების წაკითხვა