გერმანიაში ვიზიტისას მე მქონდა კომუნიკაცია რამდენიმე პრემიერ-მინისტრთან, რამდენიმე ვიცე-პრემიერთან, რამდენიმე საგარეო საქმეთა მინისტრთან, მათში დავინახე აბსოლუტურად ჯანსაღი განწყობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
პრემიერის თქმით, ნაადრევია ოპოზიციის სიხარული, რომ საქართველო დაისჯება.
„ოპოზიციის სიხარული არის ნაადრევი საქართველოს დასჯასთან დაკავშირებით, არავინ აპირებს, დასაჯოს საქართველო, მისი მოსახლეობა, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება. შესაბამისად, ყველაფერი იქნება კარგად ქვეყნისთვის და ცუდად ოპოზიციისთვის“, – განაცხადა კობახიძემ.
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს