ბოლო ამბები
14/12/2024

ჩემი და ტელეკომპანია “იმედი”-ს თანამშრომლობა დასრულდა – თამარ შარიქაძე

გაზიარება

ჟურნალისტმა თამარ შარიქაძემ ტელეკომპანია “იმედი” დატოვა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა:

“ჩემი და ტელეკომპანია “იმედი”-ს თითქმის ხუთ წლიანი თანამშრომლობა დასრულდა. ვთვლიდი და ახლაც ვთვლი, რომ ძალადობას არასდროს და არსად წავახალისებ!
მე არასდროს ვიქნები ისეთ გადაუმოწმებელ ფაქტებზე ხელმომწერი, რომელიც ძალადობას ახალისებს!

მადლობა ყველაფრისთვის, ყველა იმ გამოცდილებისთვის, ცოდნის მიღებისთვის და შანსისთვის რაც ამ ნიუსრუმმა მომცა. გულწრფელად წარმატებას გისურვეთ მათ, ვისთვისაც ეს საქმე ისევ იმ ღირებულებებზე დგას, რომელიც საკუთარ სინდისთან მართალია

მეტი კონკრეტიკისთვის, ჩემი უშუალო ხელმძღვანელი ჩემგან ითხოვდა ისეთი სიუჟეტის მომზადებას, რომელიც აუცილებლად ძალადობას წაახალისებდა.
უფრო მეტი კონკრეტიკისთვის, მადლობა ჩემს კოლეგებს და მეგობრებს ქრონიკაში, რომლებიც ღირსეულად გვერდით დამიდგნენ, რადგან ისინიც ჩემს აზრზე არიან”- წერს შარიქაძე, რასაც გამოეხმაურნენ არხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ნათია სონღულაშვილი და პროდიუსერი ქეთი ლაცაბიძე.

ნათია სონღულაშვილი:

„იმედში“ არ არის იმ ხალხის ადგილი, რომლებიც „ნაცმოძრაობაზე“ მოძალადის დაძახებას ერიდებიან და მიზეზებს ეძებენ მათზე კრიტიკული სიუჟეტებისგან თავის ასარიდებლად.

სამწუხაროა, რომ ახალ სამსახურში პიარი ყოფილი თანაგუნდელების შეურაცხყოფით გადაწყვიტა. „იმედში“ ძალიან ღირსეული ადამიანები მუშაობენ, რომლებიც ყველაზე ნაკლებად იმსახურებენ ასეთ დამოკიდებულებას.

აქვე შემიძლია ვთქვა, რომ ამ ტელეკომპანიაში ისედაც არ არის იმ ხალხის ადგილი, რომლებიც „ნაცმოძრაობაზე“ მოძალადის დაძახებას ერიდებიან და მიზეზებს ეძებენ მათზე კრიტიკული სიუჟეტებისგან თავის ასარიდებლად. უფრო ღრმად ნამდვილად არ ვაპირებ ამ თემაში შესვლას“, – აცხადებს ნათია სონღულაშვილი.

„ქრონიკის“ პროდიუსერი ქეთი ლაცაბიძე კი წერს, რომ სიმართლის თქმა წახალისება არაა.

„ნაცებს იმედზე არ “ათეთრებენ”. ძალადობას გმობს ყველა. სხვა სამსახურისთვის საბაბი არ უნდა ეძებო. საკითხის ჰეროიკულ პატერნზე გადაყვანა კომედიას უფრო ემსგავსება. დაბოლოს, თუ მიდიხარ, მაშინ ღირსეულად წასვლაც უნდა შეგეძლოს ისე, რომ შენი კოლეგების მიმართ ტალახი არ ისროლო. ეს არის შენს მიმართ ჩემი პირველი და ბოლო კომენტარი“, – წერს თამარ შარიქაძის პოსტის პასუხად ქეთი ლაცაბიძე.

სხვა ამბების წაკითხვა