“დაგვინახეთ, ჩვენ არასდროს არავინ არ მოგვიტყუებია. არასდროს არ გვიღალატია არც ამ ქვეყნისთვის, არც ერისთვის, სიმართლისთვის და ღმერთისთვის არ გვიღალატია”- განაცხადა “პატრიოტთა ალიანსი”-ს თავმჯდომარე დავით თარხან-მოურავმა 17 ივნისს, “ობიექტივი”-ს ეთერში და ამომრჩეველს მათი პარტიის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
“ჩვენ მოგვენდეთ, ახლა გაერთიანებულ კონსერვატორულ ძალებს, “პატრიოტთა ალიანსს” დაუჭირეთ მხარი და გეუბნებით, რომ ჩვენ, სულ სხვა ქვეყანას შევქმნით, სადაც უბრალო ადამიანი არ დაიჩაგრება, შანსი ექნება ყველას, პირობები შეექმნება ყველას, რომ თავისი შესაძლებლობები გამოავლინოს. გვენდეთ, თქვენნაირები ვართ ჩვენც, ვიღაცას კი ნუ ენდობით, ვინც შენნაირი არ არის და მთელი ცხოვრება გატყუებთ”- განაცხადა დავით თარხან-მოურავმა.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს