აუცილებლად უნდა გაირკვეს, რა მიზეზით შემოიყვანეს თამაშში ბუდუ ზივზივაძე მხოლოდ ბოლო წუთებში; რატომ შეცვალეს ჩაკვეტაძე; კვარაცხელიამ უნდა გადაწყვიტოს, რა ურჩევნია – მინდორზე კოტრიალი თუ თამაში”- ასე ეხმიანება ირინა სარიშვილი 18 ივნისს, საქართველო-თურქეთს შორის გამართულ მატჩს ევროპის ჩემპიონატზე.
“ასეთ ტურნირებში ფეხბურთი თამაშიცაა და შენი ქვეყნის წარმოდგენაც ერთდროულად. ასეა ეს მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით ევროპაში და კიდევ უფრო განსაკუთრებით საქართველოსთვის, რომელიც ასეთი გამოწვევების წინაშე დგას. თამაში თამაშია და მას ხან მოიგებ, ხან წააგებ.
აი შენი ქვეყანა რომ წარმოადგინო, ამისთვის ღირსეული მოქალაქეობაა საჭირო, რაც არაა ასე მარტივი მაშინ როცა შენ ქვეყანასაც და მის სპორტსაც რუსეთის მონები მართავენ.
შემდეგ თამაშამდე აუცილებლად უნდა გაირკვეს, რა მიზეზით შემოიყვანეს თამაშში ბუდუ ზივზივაძე მხოლოდ ბოლო წუთებში; რატომ შეცვალეს ჩაკვეტაძე; კვარაცხელიამ უნდა გადაწყვიტოს, რა ურჩევნია – მინდორზე კოტრიალი თუ თამაში და რამდენს ითხოვს ამაში. კიდევ ბევრი დეტალია გასარკვევი, მათ შორის ის რაც თამაშამდე ფეხბურთელების თავს ხდებოდა.
პერსონალური მადლობა ქოჩორაშვილს, მიქაუტაძეს, ჩაკვეტაძეს, მეკარეს და ყველას, ვინც თავდაუზოგავად იბრძოლა დღეს და იღბალმა უმტყუნა.
ყველაფერი კარგად იქნება, ბიჭებო!
მთავარია როცა სტადიონზე გამოხვალთ გახსოვდეთ რომ საქართველოს მოქალაქეები ხართ და ევროპაშია თქვენი სამშობლოს ადგილი, სადაც ხელისუფლება არ ძალადობს, საკუთარი ქვეყნის ახალგაზრდებს ზონდერებს არ უქსევს და ყველას და ყველაფერს სკამების შესანარჩუნებლად არ იყენებს.
წარმატებები”– წერს ირინა სარიშვილი.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს