„საქართველოში არის დასაბრუნებელი წესრიგი. წესრიგი, რა თქმა უნდა, ადამიანის უფლებაზე, კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული და ყოველგვარი ექსცესების გარეშე, მაგრამ წესრიგი არის აღსადგენი, რადგან სრული არეულობა გამოიწვია იმან, რომ პოლიციამ, პრაქტიკულად, მიუშვა კრიმინალი საკუთარ მოქალაქეებზე, პოლიციას აღარ აქვს ავტორიტეტი, პოლიციას იყენებენ კრიმინალური საქმეებისთვის, პოლიცია იყენებს კრიმინალებს ამ საქმეების შესასრულებლად. შესაბამისად, ეს კრიმინალური სინდიკატი უნდა დაიშალოს, რადგან შეუძლებელია, ქვეყანა იმართოს ასე მაფიოზურად“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა 26 ივნისს, სასამართლო პროცესზე ჩართვისას.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს