უცხოური მედიაგამოცემები ხვიჩა კვარაცხელიას მიერ, პორტუგალიის კარში გატანილ პირველ გოლზე პოსტებს აქვეყნებენ.
„ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ეროვნული ნაკრების ოცნებას აცოცხლებს“, – წერს პორტუგალიურიCNN.
იტალიური სპორტული გამოცემა La Gazzetta dello Sport-ი პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ ხვიჩა კვარაცხელიას გოლს ეხმაურება.
„კვარას გაელვება: „ნაპოლის“ ვარსკვლავმა ორ წუთზე ნაკლებ დროში პორტუგალიას გაუტანა და საქართველოს ოცნებას უნარჩუნებს“, – წერს გამოცემა.
ხვიჩა კვარაცხელიამ მეორე წუთზე საქართველოს ოცნების დასაწყისი მოუტანა, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში BBC Sport-ი წერს.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს