23/11/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
ამინდი
თბილისი · ამინდის პროგნოზი იტვირთება…
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE›საზოგადო

ევროკავშირის ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობას იცავს ნატო-ს ატომური ქოლგა, ასევე ევროკავშირის ეკონომიკის სოლიდარობის ქოლგა, ჩვენ ამ ქოლგით არც არავინ გვფარავს, ახლო მომავალში არც არავინ დაგვფარავს – შალვა პაპუაშვილი

MULTIMEDIA.GE •
სარეკლამო ბანერი
ტექსტის ზომა:

ჩვენთვის ვერ იქნებიან დარიგების მომცემნი ის ქვეყნები, ის პოლიტიკური ჯგუფები, რომლებსაც არ აქვთ ის გამოწვევები, რომლებიც ჩვენ გვაქვს და რომლებსაც არ გაუვლიათ ის 30-წლიანი ისტორია, რომელიც ჩვენ გამოვიარეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

წამყვანმა შალვა პაპუაშვილს ჰკითხა, რა რეაგირებას ელოდება დასავლეთისგან ხელისუფლება იმ პროცესების შემდეგ, რაც საქართველოში გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებას ახლდა.

„ვფიქრობ, ნელ-ნელა გარკვეული ემოციები დაცხრება და ყველა გაანალიზებს, რომ ყველა ქვეყნის უფლებაა, იმოქმედოს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე საკუთარი სუვერენიტეტის გასამტკიცებლად. ევროკავშირის არცერთი ქვეყანა არ ცხოვრობს ჩვენს ტყავში. ეს მხოლოდ ჩვენ ვიცით, ქართველებმა რა არის ჩვენი რისკები და გამოწვევები. ევროკავშირის ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობას იცავს ნატო-ს ატომური ქოლგა, ასევე ევროკავშირის ეკონომიკის სოლიდარობის ქოლგა, ჩვენ ამ ქოლგით არც არავინ გვფარავს, ახლო მომავალში არც არავინ დაგვფარავს. თუ უნდათ, რომ ჩვენი გადმოსახედიდან შეაფასონ [სიტუაცია], ჯერ ჩვენს ტყავში უნდა იცხოვრონ, ის ომებიც უნდა ჰქონდეთ გამოვლილი და ის გამოწვევებიც, რომლებიც ჩვენ რეგიონში ჩვენნაირ ქვეყანას აქვს. ჩვენთვის ვერ იქნებიან დარიგების მომცემნი ის ქვეყნები, ის პოლიტიკური ჯგუფები, რომლებსაც არ აქვთ ის გამოწვევები, რომლებიც ჩვენ გვაქვს და რომლებსაც არ გაუვლიათ ის 30 წლიანი ისტორია, რომელიც ჩვენ გამოვიარეთ“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.