23/11/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
ამინდი
თბილისი · ამინდის პროგნოზი იტვირთება…
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE›პოლიტიკა

სწორედ თეონა აქუბარდია არის იმ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წევრი, რომელიც ითხოვდა სანქციებთან მიერთებას, აი, მაშინ გენახათ რუსეთის გავლენის გაფართოება საქართველოზე – ირაკლი კობახიძე

MULTIMEDIA.GE •
სარეკლამო ბანერი
ტექსტის ზომა:

რუსეთის გავლენის ქვეშ მაშინ მოექცეოდა ეს ქვეყანა, მათი რეკომენდაციები რომ გაგვეთვალისწინებინა, იგივე სანქციებთან მიერთებასთან დაკავშირებით,  – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, დეპუტატ თეონა აქუბარდიას კითხვებზე პასუხისას განაცხადა.

„აი, მაშინ გენახათ თქვენ რუსეთის გავლენის გაფართოება საქართველოზე. ან, თუ გავითვალისწინებდით მათ დაჟინებულ რეკომენდაციას უკრაინაში მოხალისე მებრძოლების გაგზავნასთან დაკავშირებით, მაშინ გენახათ რუსეთის გავლენა საქართველოში, მაშინ ახდებოდა ქალბატონი თეონას ოცნება საქართველოში რუსეთის გავლენის გაფართოებასთან დაკავშირებით. ეს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ არის იმ ნაბიჯების ავტორი, რომელმაც გამოიწვია საქართველოში თავის დროზე რუსეთის გავლენის გაფართოება, მათ შორის ტერიტორიული წინსვლა. სწორედ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში მოახერხა რუსეთის ფედერაციამ ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია, რაც ყველას ძალიან კარგად გვახსოვს. ასევე გახსოვთ მათ მიერ სტრატეგიული ეკონომიკური ობიექტების გაყიდვა რუსულ კომპანიებზე. ეს არის ქალბატონი თეონა აქუბარდიას პოლიტიკური პარტიის -კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მოღვაწეობის შედეგები. აქედან გამომდინარე, საზოგადოება დასკვნებს გამოიტანს მის მესიჯებთან დაკავშირებით“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.