ბოლო ამბები
08/11/2024

ირაკლი, საწყალი კაცი ხარ შენ და მეცოდები, გულწრფელად – ნინო ლომჯარია ირაკლი კობახიძეს პასუხობს

გაზიარება

ირაკლი, საწყალი კაცი ხარ შენ და მეცოდები, გულწრფელად.”- ასე პასუხობს ნინო ლომჯარია პრემიერ ირაკლი კობახიძის მიერ, მის შესახებ გაკეთებულ კომენტარს.

“საწყალი ხარ, რადგან შენ გაფუჭებულს ყოველთვის სხვას აბრალებ. გარემოცვაც გამშვიდებს ალბათ: – “კი, ირაკლი, ლომჯარიამ გაგიშვა ჰამასის ლიდერთან საპოზიოროდ და მერე სიენენს გააშუქებინა გვერდით რომ ეჯექიო”. საწყალი ხარ, რადგან ამის ისე გჯერა, რომ საქვეყნოდ იმეორებ. სპეციალისტებმა თქვან, რა ქვია შენ მდგომარეობას. მაგრამ, ყველაზე მეტად ჩემი ქვეყანა მეცოდება, შენ რომ წარმოადგენ დღეს.”– წერს ნინო ლომჯარია.

ამ თემაზე:

მე როგორც მითხრეს, ლომჯარიას ჰქონია პირადად დავალებული ამ თემის აწევა – ირაკლი კობახიძე ირანის პრეზიდენტის ინაუგირაციაზე

სხვა ამბების წაკითხვა