ბოლო ამბები
01/12/2024

გიგა ბოკერიამ და თამარ ჩერგოლეიშვილმა პარტია “ევროპული საქართველო” დატოვეს (ვიდეო)

გაზიარება

გიგა ბოკერიამ და თამარ ჩერგოლეიშვილმა პარტია “ევროპული საქართველო” დატოვეს. ამის შესახებ მათ დღეს განაცხადეს.

“2021 წლის გაზაფხულზე შევუერთდი მიწასთან გასწორებულ პარტიას, ჩემთვის ეს საინტერესო გამოწვევა იყო სწორედ იმიტომ, რომ მიწასთან იყო პარტია გასწორებული და მეგონა, რომ ძველ, მანკიერ ტრადიციებთან ნაკლები ბრძოლა მომიწევდა და პირდაპირ შევძლებდი ახალი წესების დანერგვას.

თუმცა, ვხედავდი რა გიგი წერეთელს და კაკო ბობოხიძეს, ბუნებრივია, ეჭვი მეპარებოდა ჩემი განზრახვების შესრულების შესაძლებლობაში და ამიტომ 2.5 წელი სრულიად გარედან, ყოველგვარი პასუხისმგებლობის გარეშე ვიმუშავე. რაც ამ ხნის პერიოდში გაკეთდა პარტიაში, ყველაფრის იდეა, ყველაფრის განხორციელება, ყველაფრის დაფინანსება იყო იმ გუნდის, რომელსაც მე წარმოვადგენ.”

რეალურად, ეს ორი ადამიანი [გიგი წერეთელი და აკაკი ბობოხიძე] ავალებდა ხალხს, რომ სხვა პარტიის წარმომადგენლებს აერჩიათ ჩვენი ლიდერშიფი, მიუხედავად იმისა, რომ ამაში გამოვიჭირეთ, მიუხედავად იმისა, რომ კიდევ ბევრი რამ მოხდა, რაც მათ უნდობლობას აღძრავდა, მაინც მივიღეთ ის შედეგები, რა შედეგებიც დადგა, მიუხედავად იმისა, რომ მათ მეტი გადაუწყვეტელი დელეგატი ჰყავდათ, ვიდრე ჩამოყალიბებული, რომელიც ღიად იძახის, რომ ევროპულ საქართველოს უჭერს მხარს და არ ვიცი, ზიდეს ეს ხალხი და საოცრებები აკეთეს.”

ჩვენი პარტია არის დიგიტალური რეალურად, არაფერი არ არის, რაც იქ დარჩება, იმიტომ, რომ ყველაფერი დევს ერთ ყუთში, ყველაფერი არის ციფრული, ამით არის ის ლამაზი, ამიტომ იზრდებოდა… ის ყუთი არსად არ მიდის, ჩვენ რაც გვაქვს, თან დაგვაქვს. პოლიტიკურ მოღვაწეობას ცხადია, ვაგრძელებთ, ამ ბრძოლაში იმიტომ არ შემოვსულვარ, რომ კაკო ბობოხიძემ და გიგი წერეთელმა ხელი შემიშალონ და გეგმების შესახებ გაგაგებინებთ აუცილებლად. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი უკეთესად იქნება, ვიდრე დღეს არის…” – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

სხვა ამბების წაკითხვა