16/11/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
ამინდი
თბილისი · ამინდის პროგნოზი იტვირთება…
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE›საზოგადო

როგორ შეიძლება მე ან ვინმემ ჩემს სისტემაში რაიმე სახით მოახდინოს სადამსჯელო ღონისძიება? – გიორგი ამილახვარი

MULTIMEDIA.GE •
სარეკლამო ბანერი
ტექსტის ზომა:

როგორ შეიძლება მე ან ვინმემ ჩემს სისტემაში რაიმე სახით მოახდინოს სადამსჯელო ღონისძიება? პირიქით – დავდგები ნებისმიერი სტუდენტისა თუ ახალგაზრდის გვერდით და მათი უფლებადამცველი ვიქნები, – ამის შესახებ განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„ძალიან მაინტერესებს, ჩემი მოადგილის CV-დან თუ წარსულიდან ეს ამოიკითხეს? მერე რა, რომ ადამიანი 6 თუ 7 წლის წინ მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში. იმას რატომ არ ამბობენ, რომ ბოლო 5-6 წელია ადამიანი განათლების სისტემაში მუშაობს. გავიხსენოთ მანდატურის სამსახური, რომელიც იყო ზედამხედველი, მაკონტროლებელი და დასმენის ინსტიტუტის დამმკვიდრებელი. ამ ადამიანმა ეს სისტემა სრულიად გარდაქმნა – დღეს მანდატური არის ბავშვის, მასწავლებლისა და მშობლის მეგობარი“, – განაცხადა ამილახვარმა.