ბოლო ამბები
12/12/2024

ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე გადაიყვანეს ჩემი შვილი სხვა ფლიგელში – გიული ალასანია (ვიდეო)

გაზიარება

მიხეილ სააკაშვილი კლინიკა “ვივამედი”-ს სხვა ფლიგელში გადაიყვანეს, სადაც არ აქვს ტელევიზორი და არც უსაფრთხოება, ამის შესახებ გიული ალასანიამ”ფორმულა”-სთან განაცხადა.

კლინიკის წარმომადგენლის ცნობით კი,  ახალ ფლიგელში სააკაშვილს გაუმჯობესებული პირობები აქვს და ტელევიზორით სარგებლობასაც რამდენიმე დღეში შეძლებს, რომელიც ტექნიკურ საკითხს უკავშირდება.

“ეს მოხდა კლინიკის დეპარტამენტების სტრუქტურული მდებარეობის ცვლილებებიდან გამომდინარე, დაემატა ახალი დეპარტამენტი და ფიზიკურად არ იყო საკმარისი სივრცე, ამიტომ მოხდა გადანაცვლება გვერდით მდგომ კორპუსში. პირობები არის აბსოლუტურად იგივე და კიდევ უფრო გაუმჯობესებული.

ინტერნეტთან ჩართვა იყო,  წმინდა ტექნიკური პრობლემა, რომელიც გასწორდება და ჩვეულებრივად ისარგებლებს ტელევიზორითაც”- განაცხადა “ვივამედი”-ს კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ.

სხვა ამბების წაკითხვა