მიხეილ სააკაშვილი 3 ოთახიან ლუქს-პალატაში გადაიყვანეს. ამის შესახებ კლინიკა “ვივამედი”-ს დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა. მისი განმარტებით, სააკაშვილის გადაყვანა განაპირობა ახალი დეპარტამენტის დამატებამ, რის გამოც შენობაში არ იყო ადგილი აღნიშნული დეპარტამენტის განსათავსებლად, შესაბამისად, მოხდა მისი გადაყვანა შენობის გვერდით ფლიგელში.
ზურაბ ჩხაიძის ცნობითვე, პალატის შეცვლის აუცილებლობაზე მიხეილ სააკაშვილი და მისი ოჯახი წინასწარ, ერთი თვით ადრე, იყო ინფორმირებული.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს