ბოლო ამბები
12/09/2024

სალომე ზურაბიშვილი თვლის, რომ საქართველოს მთავრობა უნდა დაისაჯოს, თუმცა, არ ეთანხმება ამერიკისგან ჯარისთვის ფინანსური დახმარების შეჩერებას

გაზიარება

„ამერიკა ხომ არ არის შენი პატარა ბავშვი, რომელსაც აბურთავებ, ის არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სახელმწიფო მსოფლიოში, შენ ასე ექცევი და გგონია იმას რეაგირებაც არ ექნება?! – განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 5 აგვისტოს გამართულ პრეს-კონფერენციაზე, რითაც გამოეხმაურა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, ქართული ჯარისთვის ფინანსური დახმარების შეჩერების შესახებ, თუმცა ზურაბიშვილმა აღნიშნა, ისიც, რომ მისთვის, ჯართან მიმართებით გადაწყვეტილება არის გაუგებარი, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მიმართულებით, საქართველოს მთავრობა უნდა დაისაჯოს.

“ვწუხვარ, როგორც საქართველოს პრეზიდენტი. ამას ვეტყვი სენატორ შაჰინს, რომელიც რამდენიმე დღეში ჩამოდის: ორი რამე არ მესმის და დანარჩენი ყველაფერი სწორია, უნდა მივიღოთ, უნდა გავიგოთ და გამოვასწოროთ სასწრაფოდ, რაც შეგვიძლია ჩვენ, საზოგადოებას – მე არ მესმის ჩვენი ჯარისთვის ბიუჯეტის შეზღუდვა და მე არ მესმის, თუ ეს მართალია, ლუგარის ლაბორატორიისთვის დაფინანსების შეზღუდვა. ბევრი მიმართულებაა, სადაც შეიძლება, მთავრობა დაისაჯოს და უნდა დაისაჯოს, მაგრამ, არ შეიძლება ქართული ჯარი, რომელზეც ჩვენი სახელმწიფო და თავდაცვა დგას, დაისაჯოს, მით უმეტეს, რომ ის მთლიანად შექმნილია ამერიკის მიერ. ეს არ მესმის და უთუოდ გავარკვევ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სხვა ამბების წაკითხვა