“აქ მშენებლობის გაგრძელება არის თვითმკვლელობა”- ამბობს სეისმოლოგი თეა გოდოლაძე, რომელიც ეხმიანება თბილისში, ბროწეულის 5 ნომერში გაჩენილ ნაპრალებს, სადაც მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის აშენება იგეგმება.
“აქ მშენებლობა ვერ გაგრძელდება, იშლება ის გრუნტი. ეს ფერდი მოსახლეობისთვის საციცოცხლოდ საშიში ხდება. ყველა პუნქტში დარღვევაა სამშენებლო ნებართვის გაცემის კუთხით. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა აქ მშენებლობის უფლების გაცემა”– ამბობს თეა გოდოლაძე.
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს