სერგეი შამბა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა ინფორმაცია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის საიტზე გამოქვეყნდა.
შამბას დანიშვნის შესახებ განკარგულებას ხელი საოკუპაციო რეჟიმის ლიდერმა, ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ მოაწერა.
შამბა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო მინისტრის პოსტს 1997 წლიდან 2004 წლამდე იკავებდა. 2004 წელს მან საკუთარი კანდიდატურა ე.წ. პრეზიდენტის პოსტზე წარადგინა. 2004 წლის დეკემბრიდან ის კვლავ ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩაუდგა სათავეში. 2010-11 წლებში იყო ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრი, ხოლო 2020 წლიდან ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანი.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს