ბოლო ამბები
18/01/2025

საბადრაგო სამსახურის გოგო-ბიჭებიც ზუსტად მიხვდნენ, რომ საკნის მიღმა გმირი პრეზიდენტი არის დატყვევებული – გიორგი ჩალაძე სააკაშვილზე

გაზიარება

მიხეილ სააკაშვილის ოჯახის მეგობარი გიორგი ჩალაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

“დღევანდელ დღეს ყველა ჩვენგანს კონკრეტული გასახსენებელი ბევრი გვაქვს, მძიმე და რთულია ეს. მიშას ვიდრე ვნახავდი დღეს, უამრავი აზრი მიტრიალებდა თავში, უფრო მეტ შეგრძნებასთან ერთად.

აგვისტოს ომზე არ გვისაუბრია. გიორგი ანწუხელიძეზე, მის დედაზე და ოჯახზე მესაუბრა. უნდა გცნობოდა დედამისი და მიხვდებოდი რომ გიორგი სხვანაირი ვერ იქნებოდაო სიამაყით მითხრა. რომ დავემშვიდობე, გარეთ საბადრაგო სამსახურის გოგო-ბიჭებიც სხვანაირად დამხვდნენ .

უჩუმრად გასაგები იყო, რომ ზუსტად მიხვდნენ საკნის მიღმა გმირი პრეზიდენტი არის დატყვევებული. დღეს გამძაფრებულად იგრძნობოდა ეს. დღევანდელ დღეს პუტინი მაინც ვერ ზეიმობს, მიშა მაგრად დგას და ბოლომდე დაიცავს ქვეყნის ღირსებას – ისე როგორც პრეზიდენტს შეეფერება, თუნდაც სიცოცხლის ფასად!”- წერს ჩალაძე.

სხვა ამბების წაკითხვა