ბოლო ამბები
01/12/2024

გენო პეტრიაშვილი პარიზის ოლიმპიური თამაშების ფინალშია – გადამწყვეტ ბრძოლამდე 1 დღე დარჩა

გაზიარება

პარიზის ოლიმპიადის მე-14 დღეს საქართველოს ღირსებას თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი (125) იცავდა. ქართველმა სპორტსმენმა ნახევარფინალში აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე გიორგი მეშვილდიშვილს ანგარიშით 7:0 სძლია.

შეგახსენებთ, რომ გენო პეტრიაშვილმა მერვედფინალში უკრაინელ ოლექსანდრ ხოციანივსკის ანგარიშით 11:0 მოუგო, მეოთხედფინალში კი პოლონელი რობერტ ბარანი ანგარიშით 9:2 დაამარცხა.

გენო პეტრიაშვილი ტოკიოს ოლიმპიადის ვერცხლის და რიოს ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორია. სპორტსმენი მსოფლიოს ჩემპიონატის 3 ოქროს, 2 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედლის, ევროპის ჩემპიონატის 2 ოქროს, 5 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედლის მფლობელია.

გენო პეტრიაშვილის ასპარეზობას საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ ლერი ხაბელოვთან ერთად დაესწრო.

გენო პეტრიაშვილი 10 აგვისტოს ფინალში ირანელ ამირ ჰოსეინ ზარეს შეხვდება და ოქროს მედლისთვის იბრძოლებს. ტიტულოსანი მოჭიდავე ოლიმპიადის ფინალში ზედიზედ მეორედ იასპარეზებს.

ამ ეტაპზე საქართველოს ანგარიშზე ოთხი ოლიმპიური მედალია. ძიუდოისტებმა ტატო გრიგალაშვილმა და ილია სულამანიძემ ვერცხლის მედლები მოიპოვეს, ლაშა ბექაური ზედიზედ მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, მოკრივე ლაშა გურულმა კი ბრინჯაო მიიღო

სხვა ამბების წაკითხვა