ბაობაბები რომ გახმა იმ პარკში მართლა გულდასაწყვეტია, მაგრამ “ნაციონალებმა” როგორ გაახმეს ძალიან მაინტერესებს! ღამ-ღამობით იპარებოდნენ “ნაცები”, ბოდიში და გარშემო აფ….დნენ?”- ასე ეხმიანება ალეკო ელისაშვილი ხელისუფლების მხრიდან, ნაც.მოძრაობის მიმართ ბრალდებებს ბაობაბის ხეების გახმობასთან დაკავშირებით, რომელიც შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკში უნდა დაერგოთ.
“არ გიტყდებათ მაინც ამ “ოცნების” ხალხს, ყელი რომ მოგიღერებიათ და ამ ხეებზე ყეყეჩობებს ლაპარაკობთ? გავიგე გინდათ იმ პარანოიკ კაცს ასიამოვნოთ, მაგრამ, ასეთი რამეები ძაააან ტეხავს, აი ძააან. ძაან იბანძებთ თავს. მარა მიდი შეუბერეთ”- წერს ელისაშვილი.
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს