ფაქტია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის და აშშ-ს აღშფოთება და წუხილი ვერ აჩერებს ოკუპაციას

527
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

გიორგი ლაღიძე – პარტია “მომავალი საქართველო”-ს თავმჯდომარე


ის,  რაც გუგუტიაანთკარში ხდება, არის რუსული მცოცავი ოკუპაციის გაგრძელება, რომელიც 2008წლის შემდეგ არ შეჩერებულა. ფაქტია, საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ ვერ მოახერხა რუსული ოკუპაციის შეჩერება მიუხედავად იმისა, რომ ისინი ოკუპანტების მიმართ საკმაოდ ლოიალობით გამოირჩევიან,ასევე ისიც ფაქტია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის ამერიკის შეერთებული შტატების აღშფოთება და წუხილი ვერ აჩერებს ოკუპაციას.

ფაქტია, საჭიროა უფრო ქმედითი ნაბიჯის გადადგმა ჩვენი პარტნიორების მხრიდან,ასევე მნიშვნელოვნად მიმაჩნია ჟენევის ფორმატის გააქტიურება, ასევე თუ რუსეთის ხელისუფლებასთან პირდაპირი დიალოგი საქართველოს დეოკუპაციისკენ იქნება მიმართული, ეს ნაბიჯებიც უნდა გადადგას ქართულმა მხარემ,თუმცა არსებობს კარასინი აბაშიძის ფორმატი, რომელმაც დღემდე არანაირი შედეგი არ მოგვიტანა სამწუხაროდ დეოკუპაციის კუთხით.

თქვენი კომენტარი?