თინა ბოკუჩავამ გაფართოების შესახებ გამოაცხადა, კერძოდ, საუბარია ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრების დაბრუნების შესახებ, ეს არის პარტია “ევროპული საქართველო” და მისი ლიდერი გიგი წერეთელი.
„ჩვენ კიდევ უფრო ვძლიერდებით, რადგან „ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობას“ წინასაარჩევნოდ უერთდება კიდევ ერთი პროდასავლური, ევროპული სახალხო პარტიის წევრი პარტია „ევროპული საქართველო და მისი ლიდერი გიგი წერეთელი. ის არის ერთ-ერთი გამოცდილი პოლიტიკოსი ქართულ პოლიტიკაში, რომელსაც ჰქონდა ყველაზე მაღალი არჩევითი პოზიცია საერთაშორისო არენაზე და წარმოადგენდა საქართველოს. მე მინახავს როგორ სცემენ მას პატივს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში, სადაც ის იყო პრეზიდენტი მრავალი წლის მანძილზე და ეს, რა თქმა უნდა, ქვეყნის პრესტიჟი, საქართველოს პრესტიჟია“, – განაცხადა ბოკუჩავამ.
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს