ბოლო ამბები
12/12/2024

გახსენით მაიმუნის ყვავილის სასტუმროები, სად არიან ფხაკაძე და კულუმბეგოვი?აცრები, აცრები, აცრები ჩქარა! – სოსო მანჯავიძე

გაზიარება

სად არიან ფხაკაძე და კულუმბეგოვი?აცრები, აცრები, აცრები ჩქარა!”- ასე ეხმიანება სოსო მანჯავიძე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, მაიმუნის ჩუტყვავილასთან დაკავშირებით, ატეხილ აჟიოტაჟს.

“რას არ მოუგონებს ეს შეთქმულების თეორეტიკოსი ხალხი ამ ადამიანების ბედზე მიწყივ მზრუნველ ჯანმოს და მის შეუცვლელ თავმჯდომარეს გემბრესიუსს!
სასწრაფოდ არის ასარჩევი ახალი პანდემიური საბჭო!
სად არიან ფხაკაძე და კულუმბეგოვი? აცრები, აცრები, აცრები ჩქარა!

მოვუწოდებ სასწრაფოდ გამოცხადდეს კომენდანტის საათი! ცოლები არ დაჯდნენ ქმრებთან წინა სავარძელზე! დაიცავით დისტანცია! პირბადეები ძილის დროსაც არ მოიხსნათ!
მეტალები სპირტით გაწმინდეთ! ქუჩები მორეცხეთ სპეციალური ხსნარებით! აიცერით ერთმანეთისთვის! წინასწარ დაბეჭდეთ მწვანე პასპორტები!

მაიმუნის ყვავილის გარდა სხვა ავადმყოფობები გამოაცხადეთ უმნიშვნელოდ! გახსენით მაიმუნის ყვავილის სასტუმროები! აპრუწუწუნ!”- წერს სოსო მანჯავიძე სატირულ/სარკასტულ პოსტში.

სხვა ამბების წაკითხვა