გია ხუხაშვილი ეხმიანება “ქართული ოცნების” დაპირებას ნაც.მოძრაობის გასამართლების შესახებ, რომელიც მმართველმა პარტია “ქართულმა ოცნებამ” გასცა იმ შემთხვევაში, თუ 26 ოქტომბერს კვლავ ისინი გაიმარჯვებენ.
“თუ ნაც. მოძრაობა აიკრძალება, ეს ხალხი შექმნის ახალ პარტიას. რა შეიცვლება?
შესაბამისად, კანონი რომ ეფექტური იყოს, ამ პარტიის ყველა წევრს და მასთან აფილირებულ ყველა ადამიანს, განსაკუთრებით მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, უნდა აეკრძალოს პოლიტიკური მოღვაწეობა.
თუ ეს გააკეთეს, ამით უზარმაზარ სამსახურს გაუწევენ ამ ქვეყანას, რადგან ამით “ქართული ოცნებაც” დაიხურება, რადგან მისი დღევანდელი შემადგენლობის 99% ამა თუ იმ ფორმით ნაც.მოძრაობაშია განავალი…”- წერს გია ხუხაშვილი.
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს