მოძრაობა „სირცხვილია“ ფეისბუქ-გვერდზე ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ დარეგისტრირდებიან „უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრში“.
როგორც „სირცხვილიას“ აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი მჟავანაძე ამბობს, კანონის ახალი რედაქციით “აგენტის” სტატუსი კანონში გათვალისწინებული არ არის, ამიტომ თვითონ რეგისტრაცია ან არ-რეგისტრაცია არ განაპირობებს აგენტის სტატუს მიიღებს თუ არა ორგანიზაცია.
„რეგისტრაცია გადაწყვიტეთ, იმიტომ, რომ ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რომ ის მიზნები, რაც დასახული გვაქვს, მაგალითად გვიახლოვდება ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები, მას შევხვდეთ მზად და ეს გულისხმობს, მათ შორის, შევინარჩუნოთ არსებული ორგანიზაცია და არსებული რესურსები, არ დაგვეკისროს ჯარიმა და არ გადავიხადოთ ეს ჯარიმა ხელისუფლების სასარგებლოდ“, – აღნიშნავს გიორგი მჟავანაძე.
ასევე ვიდეორგოლში ნათქვამია, რომ თითოეულმა ორგანიზაციამ გადაწყვეტილება დარეგისტრირება არ-დარეგისტრირების შესახებ უნდა მიიღოს იმის მიხედვით, თუ რა არის საუკეთესო მათი მისიისთვის და მიზნებისთვის.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს