თუ 26 ოქტომბერს დავმარცხდით, ყველანი შავ დღეში ჩავცვივდებით”- წერს სოციალურ ქსელში “თბილისი პრაიდი”-ს დირექტორი თამარ ჯაყელი, რომელიც ეხმიანება მოძრაობა “სირცხვილია”-ს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, დარეგისტრირდეს უცხოური ძალის გამტარებელი ორგანიზაციების რეესტრში
“მიუხედავად იმისა, რომ ჩემი აზრით მაინც არასწორი გადაწყვეტილებაა რეგისტრაცია და ამიტომ ჩემი ორგანიზაციები არ რეგისტრირდებიან, ვფიქრობ, რომ დარეგისტრირებული ორგანიზაციების მიმართ კრიტიკა და ლანძღვა მთავრობის წისქვილზე ასხამს წყალს და გვფიტავს სამოქალაქო საზოგადოებას.
მადლობა “სირცხვილია”,-ს იმისთვის, რომ თავადვე ახსნა თავისი გადაწყვეტილება, დამალვის ნაცვლად, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა, ეს გადაწყვეტილება რამხელა კრიტიკას გამოიწვევდა.
მთავარია გაერთიანებული ძალებით მივიდეთ 26 ოქტომბრამდე. თუ 26 ოქტომბერს დავმარცხდით, ყველანი შავ დღეში ჩავცვივდებით. რეგისტრირებულ ორგანიზაციებსაც მიადგებიან, აუცილებლად. ამიტომ ისრები ისევ მთავრობისკენ, რომელმაც ასეთ დღეში ჩააგდო ორგანიზაციები.”– წერს თამარ ჯაყელი.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს