მოძრაობა “სირცხვილია”-მ, მიიღო გადაწყვეტილება დარეგისტრირდეს „უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრში“. მიუხედავად იმისა, რომ სწორედ ეს ორგანიზაცია იყო საპროტესტო აქციების ავანგარდში.
ორგანიზაციის გადაწყვეტილებას მკვეთრად უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა იმ ადამიანების მხრიდან, ვინც კანონს მწვავედ აპროტესტებდა ქუჩაში და ამ ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად აპროტესტებდა.
გთავაზობთ კომენტარებს, რომელიც ორგანიზაციის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ იმ ვიდეოს მოჰყვა, რომელშიც განმარტავენ, თუ რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება.
კომენტარები:
“თქვენს გამო ხალხმა გაზები ვყლაპეთ, წიწაკის სპრეი გვასხეს და სადარბაზოებთან ბავშვების ცემა-ტყეპა გავიარეთ და თქვენ ადექით და ყველაფერი წყალში ჩაყარეთ! მერე რომ ვინმე პასუხს მოგთხოვთ პრეტენზიები არ იყოს.
აი არასოდეს რო გულზე არ მეხატებოდით და გულის სიღრმეში სულ ვიცოდი რომ გაყიდული “სასტავი” იყავით.
ველოდი როდის აღიარებდით რომ ბიძინას შნირები ხართ და აა ბატონო. ისემც აგვიხდეთ ყველაფერი. ამჯერად ძალიან მკაფიოდ დაგვანახეთ, რომ ზუსტად გრანტების და ფულის გამო ხართ აქტივისტები, და მაგის შენარჩუნების გამო ყველაფერს იკადრებთ.
ძალიან ბევრი რამის დაწერა მინდა, მაგრამ აზრი არ აქვს. უბრალოდ – Unfollow. მოკლედ ვიტყვი: 2012 წელს, რუსეთში დაიწყეს ნჯო-ებმა პუტინის ბაზაში რეგისტრაცია, ეგონათ, “ასე სჯობსო”. მაშინ არ იცოდნენ, რა ელოდათ წინ და მხოლოდ ეს შეიძლება იყოს მცირედი გამართლება მათ სასარგებლოდ. 2024 წელს კი, საქართველოში, იმას ვერ ვიტყვით რომ არ ვიცით რა მოაქვს ასეთ გადაწყვეტილებებს და რა გველოდება შედეგად. სირცხვილია
ეს ვიდეო შევინახე, შვილი თუ მკითხავს ფსკერი რა არისო, ვაჩვენებ
ვიდეოს მონტაჟზეც როგორი მონდომებით გიზრუნიათ ლამაზად შეფუთვა ვერ უშველის თქვენი გადაწყვეტილების სიმძიმეს. თუ რამე იმოქმედებს კრიტიკულად თქვენს აქტივობებზე, ეს გადაწყვეტილება და ეს ვიდეოა. ვწუხვარ.
ძალიან სამწუხარო ფაქტია, რეგიონებში პატარა ორგანიზაციები არ რეგისტრირდებიან და თქვენ რა გჭირთ თბილისში. ერთია, როდესაც გაბრალებენ უცხო ქვეყნის ინტერესების გატარებას და მეორე, როდესაც თანმხდები და მათი რეგულაციის სამართლებრივ ჩარჩოში ექცევი, რითაც თანხმობას უცხადებ, რომ მართლა ხარ უცხო ქვეყნის ინტერესის გამტარი.
ძალიან უსუსურია, თვითონ აგენტის თქვენეული ინტერპრეტაცია, რადგან ჩაიხედეთ ქართულ განმარტებით ლექსიკონში და ნახავთ აგენტის, ჯაშუშის განმარტებას, რაც თანხვედრაში მოდის კანონის სათაურთან, ასევე მის შინაარსთან. გულწრფელად ვწუხვარ და აქვე მადლობა, იმ კარგი საქმეებისთვის, რაც გიკეთრბიათ.
აი ასე რომ გაიხდი საქმეს, წადი ბიძია სახლში, ჩამოკიდე ლურსმანზე ეგ შენი სასტვენი, საწვიმარი და აღარ გამოხვიდე გარეთ
და ესენი მართავდნენ საპროტესტო პროცესებს რაღაც პერიოდი?. კიდევ კარგ დღეშია პრო-დასავლური ოპოზიცია, ღმერთმანი!
სულ მკიდია თქვენი არგუმენტები, ჩემთვის მკვდარი და ტრ-ის მიმცემი ორგანიზაცია ხართ
სულ ეგეთი გამოყ%ევებულები იყავით თქვენ. მტერი ენდო თქვენს სიტყვას და საქმეს.
არ გჯერათ რომ “ოცნება” დამარცხდება! კარგი პიარია 41 – ის ! უკვე წერენ ქოცები, რომ ყოჩაღები ხართ! რომ ფული მართავს ლიბერალებსო, აი ხომ გეუბნებოდით გრანტია მაგათი მთავარი ღირებულებაო!
სანამ დადებდით საკუთარ თავებს მოუსმინეთ? წარმოუდგენელ რაღაცეებს ამბობთ, დაუჯერებელია.
შინაარსობრივ მხარეს რომ თავი დავანებოთ (რაც რაღაც მომენტებში ბოდვასაც კი ჰგავს) ძალიან დამაზიანებელ გზავნილებს ავრცელებთ.
მინდა ხვალ ზარქუამ შეგაქოთ. თქვენი დონე ეგაა
,,ორგანიზაციას ჯარიმები მიიყვანს გაკოტრებამდე” — დედო, მორალურად გაკოტრდით და ახლა შეითხლიშეთ თუ გინდათ ეგ გადაუხდელი ჯარიმები. თან ვინც გენდობოდათ ისინი აღარ გენდობიან და რა ყ… გინდათ ასეთი ორგანიზაცია.
რას ბოდიალობთ? ისინი რას დაგიძახებენ იმაზეა საუბარი? თუ იმ წესების მიღებაზე, რასაც ვებრძვით? ამას ვერ წარმოვიდგენდი, მართლა წარმოუდგენელია
მოღალატე მანიპულატორებო!! როგორ იკადრეთ ასეთი რამე და როგორ გვაკადრეთ ჩვენ?!!! უსირცხვილო ხალხი ყოფილხართ, მორალისგან და პრინციპებისგან დაცლილი!!!
აი, ეს როგორ იკადრეთ, ან რანაირად გვაკადრეთ, რომ გვაჯერებთ, სწორად მოიქეცით?
მთავრობის წისქვილზე ამაზე მეტად წყალს ვერაფერი დაასხავდა. იმენა საღოლ
არსად გადამეყაროთ აქციებზე
აი ამის გაკეთების მავნებლობის მასშტაბი ყლეზე დაიკიდეთ?
თავიდანვე გეტყობოდათ როჟებზე, რომ ეს იყო თქვენი ბოლო.
ანუ კანონს ლეგიტიმაციას აძლევთ? თქვენ? მართლა სუსი აღარ გავიგო თქვენი არსად არაფერზე, ქოცებზე ბანძებო”
წერენ კომენტარის ავტორები. უფრო მეტი კომენტარი იხილეთ ბმულზე: https://www.facebook.com/shamemovement
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს