ბოლო ამბები
10/09/2024

არმაზ ახვლედიანის თქმით, გამარჯვების შემდეგ, აუცილებლად გაათავისუფლებენ მიხეილ სააკაშვილს და სხვა პოლიტპატიმრებს

გაზიარება

ბატონო ივანიშვილო, დღეებს ვითვლით და ჩვენ მივიღებთ ეპოქალურ გადაწყვეტილებას და სამიდღემჩიოდა დავასრულებთ ყოველგვარ ანომაიურ მმართველობას საქართველოში”- განაცხადა ნაციონალური მოძრაობის კოალიციის წევრმა არმაზ ახვლედიანმა 1-ელ სექტემბერს, ტვ “პირველი”-ს ეთერში სტუმრობისას.

ახვლედიანი ღრმად არის დარწმუნებული, რომ 26 ოქტომბერს ოპოზიცია იმარჯვებს და “ქართული ოცნება” მარცხდება. მისივე თქმით, გამარჯვების შემდეგ, აუცილებლად გაათავისუფლებენ მიხეილ სააკაშვილს და დაიცავენ დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლებსაც.

“საქართველოს მოქალაქეების შეკვეთა არის ერთადერთი – ჩვენ გვინდა ნორმალურობა, ჩვენ გვინდა, რომ იყოს სამართლის უზენაესობა, ამისკენ მივილტვით 26 ოქტომბერს, ჩვენ ამას მივაღწევთ დამაჯერებლად, გავათავისუფლებთ პოლიტპატიმრებს და მათ შორის მიხეილ სააკაშვილს იმიტომ რომ დღეს, ის არის პუტინ-ივანიშვილის პირადი პატიმარი”- განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

 

სხვა ამბების წაკითხვა