23/11/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
ამინდი
თბილისი · ამინდის პროგნოზი იტვირთება…
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE›საზოგადო

რეგისტრაციის შემთხვევაში ორგანიზაციებს არ ემუქრებათ არავითარი საფრთხე – იუსტიციის მინისტრის მოადგილე გამჭვირვალობის რეესტრზე

MULTIMEDIA.GE •
სარეკლამო ბანერი
ტექსტის ზომა:

იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ ტყეშელაშვილმა ,,იმედის“ ეთერში უცხოური გავლენის გამჭვირვალობის რეესტრზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ განმარტა, რომ აღნიშნულ რეესტრში რეგისტრაცია არ ზღუდავს არცერთი ორგანიზაციის საქმიანობას.

,,პირველ რიგში, აქ უნდა გავმიჯნოთ მთავარი, რეგისტრაციის შემთხვევაში ორგანიზაციებს არ ემუქრებათ არავითარი საფრთხე, არავითარი ზიანი, არ ფერხდება მათი საქმიანობა, არ ფერხდება მათი დაფინანსება. კანონის შესრულება არავითარ საფრთხეს და ზიანს ორგანიზაციებისთვის არ წარმოშობს, ხოლო ისინი, ვინც არ დარეგისტრირდებიან, პირველ რიგში, საკუთარ ორგანიზაციასვე აყანებენ ზიანს, გადაწყვეტილების მიმღები პირები ამ შემთხვევაში. არ ვიცი დონორთანაც ამ პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას ახსნიან, ალბათ, ან ვერ ახსნიან, ამ დეტალებში უკვე მე ვერ შევალ.”- განაცხადა თამარ ტყეშელაშვილმა.