ბოლო ამბები
12/09/2024

რუსეთმა მისსავე ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა

გაზიარება

რუსეთმა მისსავე ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა. ამ ინფორმაციას ადასტურებს ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა.

შამბამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მოსკოვში იმყოფება „აფხაზეთის ლიდერი“ ასლან ბჟანია, რომელიც რამდენიმე შეხვედრას გამართავს შექმნილი ვითარებიდან გამოსავლის თაობაზე.

„თუ სანქციები წლის ბოლომდე შენარჩუნდება, ბევრი დაზარალდება, მოვიფიქრებთ, როგორ გამოვიდეთ ამ ვითარებიდან“ – განაცხადა სერგეი შამბამ.

მას ასევე დაუსვეს კითხვა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებთან დაკავშირებით, რაზეც შამბამ უპასუხა

“ვფიქრობ,  ჩვენს ინტერესებშია, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები ნორმალურად ვითარდებოდეს, არ მჯერა, რომ რუსეთს შეუძლია აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების გაწვევა“. – თქვა შამბამ.

 

სხვა ამბების წაკითხვა