ბოლო ამბები
11/12/2024

კულტურის სამინისტრო ლაშა ბაქრაძის შეურაცხმყოფელ განცხადებაზე რეაგირებას მოახდენს

გაზიარება

„არ ვიცი, ბატონ ლაშას კვლავ რამდენად ახსოვს, მაგრამ ჩვენ გვახსოვს, რომ ის დღემდე არის ძალიან დიდი ტრადიციების, დიდი გოგლა ლეონიძის სახელობის მუზეუმის პირველი პირი, ხელმძღვანელი პირი. შესაბამისად, ჩვენ სახელმწიფო ინსტიტუციის ხელმძღვანელის განცხადების ჭრილშიც ვუყურებთ ამ განცხადებას. სწორედ ამიტომ ჩვენს შესაბამის სამსახურში გუშინ დაიწყო საქმისწარმოება, რასაც ეწოდება დისციპლინური საქმისწარმოება, რომლის დღევანდელ მასალებს პირადად ჯერ არ ვიცნობ.”- განაცხადა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ნაციონალური მოძრაობის კოალიციის წევრ ლაშა ბაქრაძის გამოსვლის შეფასებისას, როდესაც მან “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს “ნახმარი სახეები” უწოდა.

“როგორც კი გავეცნობი, გვექნება ჩვენი შეფასება, არა პოლიტიკური, საზოგადოებრივი ან სოციალური, თუ სოციოლოგიური, არამედ უწყებრივი შეფასება, რადგან ბატონი ლაშა არის ჩვენი თანამშრომელი. მას ქაღალდზე უწერია, რა არის მისი უფლება-მოვალეობები, როდის უნდა გამოცხადდეს სამსახურში და როდის უნდა იყოს ადგილზე. რას უნდა აკეთებდეს, რას უნდა ემსახურებოდეს მათ შორის მისი ქცევა და მისი განცხადებები. ამიტომ უახლოეს დროში ჩვენი გადაწყვეტილება გახდება ცნობილი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

სხვა ამბების წაკითხვა