“დასავლეთი ჩვენ მხარეს რომ არის, ეს ბოლო 1 წლის მანძილზე განსაკუთრებულად კარგად ჩანს”– განაცხადა სცენარისტმა ქეთი დევდარიანმა 6 სექტემბერს, “ფორმულის”- ეთერში.
მისი თქმით, არ მიაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილის ჩამოშორება დასავლეთს შეუძლია, რადგან ეს პირველ რიგში ქართველმა ხალხმა უნდა გააკეთოს, თუმცა დასავლეთის მხარდაჭერა ოპოზიციის მიმართ, ბოლო 1 წლის განმავლობაში განსაკუთრებით გამოჩნდა.
“უბრალოდ, მართლა ხომ არ მოვლენ და გააკეთებენ, როგორც ისინი (ქართული ოცნება) ამბობს, რომ ამერიკა აწყობს აქ ყველაფერსო. არაფერს არ აწყობს ამერიკა და ევროპა, ქართველი ხალხის ნებას დასავლეთი პატივს სცემს. ჩვენი გასაკეთებელი უნდა გავაკეთოთ ჩვენ, მაგრამ ამ საქმეში გვყავს ძალიან დიდი მეგობარი”-თქვა ქეთი დევდარიანმა.
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს