გამაოგნებელია, რომ დონორი თავად არის ჩართული პოლიტიკოსების და მათი არასრულწლოვანი შვილების მიმართ სიძულვილის კამპანიაში, – ასე ეხმიანება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დავით მათიკაშვილზე თავდასხმის ფაქტს, რომელიც „ამერიკული საბჭოს“, ხელმძღვანელმა ტიმოთი ბლაუველთმა გადაიღო და გაავრცელა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, კითხვებისგან დამალვა არ არის გამოსავალი.
„გამაოგნებელია, რომ დონორი თავად არის ჩართული პოლიტიკოსების და მათი არასრულწლოვანი შვილების მიმართ სიძულვილის კამპანიაში.ორმაგად მძიმეა იმის გაცნობიერება, რომ „ამერიკული საბჭო“, რომელსაც ტიმოთი ბლაუველთი ხელმძღვანელობს საგანმანათლებლო სფეროში საქმიანობს.კითხვებისგან დამალვა არ არის გამოსავალი. ერთადერთი რასაც მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ამ ადამიანისგან მოველი, არის ბოდიში პარლამენტის წევრის დავით მათიკაშვილის და მისი ოჯახის წევრების მიმართ,“– წერს შალვა პაპუაშვილი.
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს